Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია საქართველოსა და მოლდავეთს ანიჭებს


ევროკომისია საქართველოსა და მოლდავეთს ანიჭებს საგანგებო პრივილეგიას ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გასაღების სფეროში.

ევროკომისია საქართველოსა და მოლდავეთს ანიჭებს საგანგებო პრივილეგიას ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გასაღების სფეროში.
განცხადება ამის შესახებ დღეს ბრიუსელში გაკეთდა. საგანგებო დოკუმენტის თანახმად, 2006-დან 2008 წლამდე საქართველოს უფლება ეძლევა, ევროკავშირის ქვეყნებში უბაჟოდ შეიტანოს 7200-მდე დასახელების პროდუქტი. ეს პრივილეგიები ვრცელდება სულ 15-ტ ქვეყანაზე, რომელთაც ევროკავშირი ეკონომიკურად “არასტაბილურს” უწოდებს. ამ ქვეყნების უმრავლესობა სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში მდებარეობს. პრივილეგიების მოსაპოვებლად 15-ტ ქვეყანას უნდა მოეხდინა პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის უფლებების სფეროში არსებული საკვანძო საერთაშორისო კონვენციების, აგრეთვე 2008 წლის კიოტოს ხელშეკრულებისა და გაეროს კორუფციასთან ბრძოლის კონვენციის რატიფიცირება. ევროკომისია პრივილეგიების შესახებ გადაწყვეტილებას 2008 წელს გადასინჯავს.
XS
SM
MD
LG