Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" ინფორმაციით,


გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, შეერთებული შტატების გასაიდუმლოებული სადაზვერვო ორგანო

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, შეერთებული შტატების გასაიდუმლოებული სადაზვერვო ორგანო
მოქალაქეების პირად ელექტრონულ ფოსტას და სატელეფონო საუბრებს სასამართლოს ორდერის გარეშე იმაზე ბევრად უფრო ფართო მასშტაბით აკვირდებოდა, ვიდრე ამას ბუშის ადმინისტრაცია აღიარებს. საშინაო სადაზვერვო პროგრამის შესახებ გაზეთმა პირველად 16 დეკემბერს დაწერა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, ამის შემდეგ პროგრამის არსებობა აღიარა – თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მისი ბრძანება მხოლოდ ალ-ყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირების თვალთვალს ითვალისწინებდა. მაგრამ ყოფილ და ახლანდელ სამთავრობო მოხელეთა ინფორმაციაზე დაყრდნობით – რომელთა ვინაობა ანონიმურად რჩება – გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებული ახალი სტატია აცხადებს, რომ ტერორისტების კვალის ძიებაში სააგენტომ ბევრად უფრო ფართო მასშტაბით აწარმოა პირად წერილებზე და საუბრებზე დაკვირვება. სტატიაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ბუშის ადმინისტრაცია ამ ინფორმაციაზე კომენტარისგან თავს იკავებს. საშინაო სადაზვერვო პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შეერთებული შტატების კონგრესში სკანდალი გამოიწვია. კონგრესმენები გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG