Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელმა ექსტრემისტებმა ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს, რომელზეც


ერაყელმა ექსტრემისტებმა ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს, რომელზეც იორდანელი მძევალია გადაღებული.

ერაყელმა ექსტრემისტებმა ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს, რომელზეც იორდანელი მძევალია გადაღებული.
ისინი იორდანიას სამ დღეს აძლევენ იმისათვის, რომ ქვეყანამ ერაყის მთავრობასთან კავშირი გაწყვიტოს, და ნოემბერში, ამანის თავდასხმების შემდეგ დაპატიმრებული, არშემდგარი თვითმკვლელი მოიერიშე ქალი გაათავისუფლოს. იორდანიის მთავრობამ ულტიმატუმი მაშინვე უარყო. ვიდეოჩანაწერზე გადაღებული მძევალი ბაღდადში იორდანიის საელჩოს მძღოლი, მაჰმუდ სულეიმან საიდათია. იგი სამშაბათს გაიტაცეს შეიარაღებულმა პირებმა. კადრში გამოდებული აბრა გამტაცებლებს აქამდე უცნობ ჯგუფად – "შევარდენთა ბრიგადად" – სახავს. ჩანაწერის ნაწყვეტები ტელეკომპანია ალ-არაბიამ აჩვენა. ჩანაწერზე არ არის დაზუსტებული, იმუქრებიან თუ არა გამტაცებლები საიდათის მოკვლით ულტიმატუმის არშესრულების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG