Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, რუსეთის


უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, უარი განუცხადა 3.6 მილიარდი დოლარის სესხად აღებაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, უარი განუცხადა 3.6 მილიარდი დოლარის სესხად აღებაზე.
ეს თანხა პუტინმა კიევს რუსული გაზის შესყიდვისთვის შესთავაზა.

უკვე რამდენიმე კვირაა, უკრაინა და რუსეთი გაზის ფასების შესახებ უშედეგოდ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. რუსეთის კომპანია "გაზპრომს" უკრაინისთვის მიწოდებულ გაზზე ფასის ოთხჯერ გაზრდა სურს – ამჟამად თუ უკრაინა ათას კუბურ მეტრს 50 დოლარად ყიდულობს, რუსეთი მოითხოვს რომ უკრაინამ იგივე რაოდენობის გაზში პირველი იანვრიდან 220 დოლარი გადაიხადოს.

ეს რუსეთის გაზს საერთაშორისო ფასებთან მოიყვანს შესაბამისობაში. უკრაინას კი სურს, რომ ფასმა თანდათან, წლების განმავლობაში მოიმატოს.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა:

[პუტინის ხმა]: "თქვენ – და მე ახლა როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხარეს მივმართავ – უბრალოდ ნამდვილი კრიზისი შექმენით. და ეს მხოლოდ ენერგეტიკის სფეროს არ ეხება. ეს კრიზისი უკვე ორ ქვეყანას შორის შექმნილ კრიზისს ჩამოჰგავს. ეს კი ძალიან ცუდია".

გაზის ფასის შესახებ მოლაპარაკება ხვალ უნდა განახლდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, განაცხადა, რომ უკრაინას საკმარისი გაზის მარაგი აქვს, რომელიც მთელს ზამთარს ეყოფა.
XS
SM
MD
LG