Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო:


პალესტინელების ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო: 25 იანვარს იქ პარლამენტი უნდა აირჩიონ.

პალესტინელების ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო: 25 იანვარს იქ პარლამენტი უნდა აირჩიონ.
პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მმართველმა მოძრაობა "ფატაჰმა" წინასაარჩევნო კამპანია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დაიწყო, ხოლო გასამხედროებულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" - ღაზის სექტორში. "ჰამასი" პირველად მონაწილეობს არჩევნებში. მისი პრეს-მდივნის, სამი აბუ ზუჰრის განცხადებით: [ზუჰრის ხმა] “საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არჩევნები უნდა გაიმართოს და არის ეროვნული კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ საარჩევნო პროცესი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. არსებობს პალესტინური კრიზისი და არჩევნები არის პირველი ნაბიჯი ამ კრიზისის მოსაგვარებლად. თუ არჩევნები გადაიდო, კრიზისი მხოლოდ გაღრმავდება. ჩვენს პალესტინელ ხალხს სჭირდება ეს ცვლილება ამ პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად”. "ჰამასის" პრეს-მდივნის განცხადება, რომ "ჰამასს" საჭიროდ მიაჩნია არჩევნების გეგმისამებრ გამართვა, მოჰყვა პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის გუშინდელ განცხადებას, არჩევნების შესაძლო გადადების შესახებ. მისი განმარტებით, ეს საჭიროა, თუ ისრაელი არ დაუშვებს არჩევნების გამართვას აღმოსავლეთ იერუსალიმში.
XS
SM
MD
LG