Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის სააპელაციო სასამართლო განიხილავდა


კიევის სააპელაციო სასამართლო განიხილავდა 2000 წელს ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეს.

კიევის სააპელაციო სასამართლო განიხილავდა 2000 წელს ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეს.
სასამართლომ უარი თქვა დამატებით გამოძიებაზე და ბრალდების მუხლების შეცვლაზე ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ. ასამართლებენ სამ პირს, მილიციის სამ თანამშრომელს, ვალერი კოსტენკოს, ნიკოლაი პროტასოვსა და ალექსანდერ პოპოვიჩს. კიდევ ერთი ბრალდებული იძებნება. არ არის დადგენილი მკვლელობის დამკვეთი. ახლანდელი ხელისუფლება ყოფილ პრეზიდენტს სდებს ბრალს ორგანიზებაში, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტი კუჩმა ამ ბრალდებას უარყოფს.
დღევანდელი სხდომა 23 იანვრამდე გადაიდო.
XS
SM
MD
LG