Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა


მოსკოვში დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.

მოსკოვში დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.
საუბრის დასაწყისში პუტინმა თქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობა არ იცვლება, მიუხედავად გერმნიის ხელისულებში ახალი ძალის მოსვლისა.
ორივე ლიდერმა დაადასტურა ორი სახელმწიფოს მჭიდრო ურთიერთკავშირი. მოსკოვში პუტინთან შეხვედრის შემდეგ მერკელმა თქვა, რომ ის შეეხო ჩეჩნეთის თემას, ასევე რუსეთის ახალ კანონს, რომელიც არამასთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას შეეხება. მერკელმა ილაპარაკა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განსაცვიფრებელ ზრდაზე.
რუსეთის პრეზიდენტი ვაჭრობის სფეროში მიღწევებს შეეხო.
(პუტინის ხმა) “ორმხრივ ვაჭრობაში მივაღწიეთ ახალ ზღვარს, 32 მილიარდ დოლარს. და ახლა ვამზადებთ სამთავრობათშორის შეხვედრას ციმბირში, ტომსკში, სადაც ახლო მომავალის ეკონომიკური თანამშრომლობის საგანგებო გეგმაზე ვისაუბრებთ”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტუტი საკითხია რუსეთიდან გერმანიისკენ ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით გაზსადენის მშენებლობა. საღამოს შინ გაფრენამდე, მერკელი შეხვდა პარლამენტის წევრებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG