Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში, თავის სასახლეში გამოვლისას ავღანეთის


ქაბულში, თავის სასახლეში გამოვლისას ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ საერთაშორისო

ქაბულში, თავის სასახლეში გამოვლისას ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ საერთაშორისო
თანამეგობრობას მოუწოდა, არ დატოვონ ავღანეთი თალიბების განდევნიდან ოთხ წელიწადში. მან თქვა, რომ ავღანეთი ევროპისა და აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმების ფორპოსტად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ავღანეთს დიდხანს დასჭირდება მხარდაჭერა, განაცხადა კარზაიმ.
იუწყებიან, რომ დღეს თვითმკვლელებმა თავდასხმები განახორციელეს ავღანეთში. 20 კაცი დაიღუპა და 20 დაიჭრა ქალაქ სპინდოლდაკში თავდასცხის შედეგად. თავდასხმა მოხდა ყანდაარშიც, დაიღუპა სამი ჯარისკაცი და ორი სამოქალაქო პირი.
ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG