Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ევროკავშირი ვერ ხედავენ


აშშ და ევროკავშირი ვერ ხედავენ აზრს ირანთან ბირთვულ პროგარმაზე მოლაპარაკების გაგრძელებაში.

აშშ და ევროკავშირი ვერ ხედავენ აზრს ირანთან ბირთვულ პროგარმაზე მოლაპარაკების გაგრძელებაში.
ეს პოზიცია ვაშინგტონში გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა. ვაშინგტონში ვიზიტად ჩასულმა ხავიერ სოლანამ - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა - მხარი დაუჭირა ამ პოზიციას. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობას. მაგრამ ირანი უარყოფს ამ ბრალდებას და ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება. კონდოლიზა რაისმა აღნიშნა ასევე, რომ აშშ განაგრძობს მოლაპარაკებას გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან, რუსეთთან და ჩინეთთან, ირანის საკითხში სამომავლო ზომებზე. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს “პოლიტიკურად მოტივირებული” უწოდა ევროკავშირის რეზოლუციის პროექტს, რომელიც შეიცავს მოწოდებას ირანის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოში განხილვისაკენ.
XS
SM
MD
LG