Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უშიშროების სტრუქტურების წამყვანმა წარმომადგენელმა


ირანის უშიშროების სტრუქტურების წამყვანმა წარმომადგენელმა, ალი ლარიჯანიმ, უარყო ბრალდება, რომ ირანმა შავ ბაზარზე

ირანის უშიშროების სტრუქტურების წამყვანმა წარმომადგენელმა, ალი ლარიჯანიმ, უარყო ბრალდება, რომ ირანმა შავ ბაზარზე
ატომური პროგრამის გამამდიდრებელი მასალა შეიძინა. ლარიჯანის თქმით, ასეთი რამ გამორიცხულია, და მთავრობა მზადაა ატომური ენერგეტიკის სააგენტოსთან ყველა ბუნდოვან ასპექტზე ისაუბროს. ატომური ენერგეტიკის სააგენტოს წარმომადგენლებმა პარასკევს განაცხადეს, რომ ირანს შესაძლოა ურანის გამდიდრებისთვის საჭირო რთული მასალები ჰქონდეს შესყიდული. ეს განცხადება კი, თავის მხრივ, აძლიერებს დასავლეთში არსებულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ ირანი ატომურ სამუშაოების წარმოებას მალავს.
თეირანი აცხადებს, რომ მისი ატომური პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება – შეერთებული შტატები კი ეჭვობს, რომ ირანში ატომურ იარაღზე წარმოებს მუშაობა.
გუშინ ისრაელმა განაცხადა, რომ ატომური იარაღის მქონე ირანს ვერ შეეგუება. დღეს კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალტერ შტაინმაიერმა, დიპლომატიური ქმედებების უპირატესობას გაუსვა ხაზი და "აზროვნების მილიტარიზაციის" საფრთხეზე ისაუბრა.
XS
SM
MD
LG