Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ყველაზე დიდმა სუნიტურმა ბლოკმა


ერაყის ყველაზე დიდმა სუნიტურმა ბლოკმა, ერაყის თანხმობის ფრონტმა, განაცხადა,

ერაყის ყველაზე დიდმა სუნიტურმა ბლოკმა, ერაყის თანხმობის ფრონტმა, განაცხადა,
რომ მთავრობის შექმნის მიზნით შიიტებთან და ქურთებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ფრონტის ერთ-ერთი ლიდერის, თარექ ჰაშემის თქმით, მისი ჯგუფი "სხვა პოლიტიკურ ბლოკებთან აქტიურ მოლაპარაკებებს გამართავს". თუმცა, მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ფრონტი მტკიცედ დაიცავს ცვლილებების შეტანის მოთხოვნას ახალ კონსტიტუციაში – რომელსაც სუნიტები ქვეყნის დაშლის საფრთხედ აღიქვამენ.
პარალელურად, ერაყში გრძელდება ძალადობის შემთხვევები. სამართალდამცავებმა მიაგნეს იმ 23 მოხალისე პოლიციელის ცხედარს, რომლებიც ამბოხებულებმა გაიტაცეს და მოკლეს. დღეს განხორციელებულ ძალადობის შემთხვევებს კი სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG