Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გაზსადენის


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გაზსადენის აფეთქებას დივერსია, ქართულ ენერგეტიკაში საბოტაჟის მიზნით განხორციელებული აქცია და ოფიციალური მოსკოვის

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გაზსადენის აფეთქებას დივერსია, ქართულ ენერგეტიკაში საბოტაჟის მიზნით განხორციელებული აქცია და ოფიციალური მოსკოვის
მხრიდან სადამსჯელო პოლიტიკა უწოდა. “ვინც საქართველოსთვის გაზისა და დენის გასათიშად ასაფეთქებელ პულტებს ხელი ერდროულად დააჭირა, გაწბილებული დარჩა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კვირას გვიან საღამოს გამართულ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, სადაც მან რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მთავრობის წევრების ინფორმაცია მოისმინა და საგანგებო დავალებები გასცა.
სააკაშვილის თქმით, რუსეთის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებების ფონზე საქართველოს ხელისუფლება მსგავსი სცენარის განვითარებას ელოდა, და ამას მომზადებული დახვდა. პრეზიდენტის განცხადებით, გაზისა და ენერგეტიკული სისტემის ალტერნატიული გზების გამოძებნის მიმართულებით, ხელისუფლება აქტიურ მუშაობას გააგრძელებს და შემოდგომისთვის დაასრულებს შაჰ-დენიზის პროექტს, რაც “რუსეთს იმ ილუზიასაც საბოლოოდ გაუქრობს, რომელიც საქართველოსთთვის პრობლემის შექმნის კუთხით დღემდე ჰქონდა". სააკაშვილის თქმით, მსოფლიოს წინაშე დადასტურდა, რომ საქართველოს რუსეთის სახით უპასუხიმგებლო ეკონომიკური პარტნიორი ჰყავს.
XS
SM
MD
LG