Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში სრულდება ხელმოწერების შეგროვება საპრეზიდენტო


ბელორუსიაში სრულდება ხელმოწერების შეგროვება საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატთა მხარდასაჭერად.

ბელორუსიაში სრულდება ხელმოწერების შეგროვება საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატთა მხარდასაჭერად.
დღეს 19 მარტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა ზენონ პოზდნიაკმა. კონსერვატულ-ქრისტიანული პარტიის, "ბელორუსიის სახალხო ფრონტის" ლიდერმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ არ სურს "პაიკი იყოს პოლიტიკურ თამაშში." პოზდნიაკი მესამე პოლიტიკოსია, რომელიც უარს ამბობს პრეზიდენტის თანამდებობისთვის ბრძოლაზე. მანამდე იგივე გააკეთეს აკადემიკოსმა ალექსანდრ ვოიტოვიჩმა და საპარლამენტო ჯგუფ "რესპუბლიკის" ყოფილმა ხელმძღვანელმა სერგეი სკრებეცმა. ქვეყნის პრეზიდენტობაზე პრეტენზიას აცხადებს ხუთი პოლიტიკოსი, მათ შორის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმირ ლუკაშენკო.

XS
SM
MD
LG