Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დღეს


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დღეს წარმოთქმულ სიტყვაში საქართველო ნატოში გაწევრიანების კონტექსტში ახსენა. მისი თქმით,

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დღეს წარმოთქმულ სიტყვაში საქართველო ნატოში გაწევრიანების კონტექსტში ახსენა. მისი თქმით,
[მერკელის ხმა]: "ცხადია, გვინდა რომ ნატოში გაწევრიანება სხვა მსურველმა ქვეყნებმაც შესძლონ. მაგალითად, ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც არიან ხორვატია, მაკედონია და ალბანეთი, სავსებით გამართლებული იმედი აქვთ, რომ ნატოს წევრები გახდებიან. ეს, თავის მხრივ, ახალ ამოცანებს წარმოშობს და ამიტომ ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება 2008 წლისთვის მინდა შემოგთავაზოთ. ვიცით, რომ უკრაინასაც და საქართველოსაც სურთ, ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ჰქონდეთ. ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო: ავტომატური ქცევა ამ საკითხში დაუშვებელია; პირიქით, აუცილებელია, რომ გაწევრიანების მსურველები იზიარებდნენ და აკმაყოფილებდნენ იმ ფასეულობებსა და პრინციპებს, რომელთაც ნატო ეფუძნება. გადაწყვეტილების მიღებისას ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი. არ შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ გაფართოებაზე ვიფიქროთ – ხარისხი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ".
XS
SM
MD
LG