Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამურ სამყაროში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები


ისლამურ სამყაროში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, გამოწვეული დანიის გაზეთში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების დაბეჭდვით.

ისლამურ სამყაროში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, გამოწვეული დანიის გაზეთში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების დაბეჭდვით.
ავღანეთში, ოფიციალურ პირთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 4 კაცი დაიღუპა, 9 დაშავდა დღევანდელი საპროტესტო გამოსვლებისას. ძალადობის შესახებ იუწყებიან სამხრეთში მდებარე ზაბულის პროვინციიდან. როგორც ქაბულში ამერიკელი სამხედროების პრეს-მდივანმა, პოლკოვნიკმა ჯეიმს იონტსმა მოგვიანებით აღნიშნა, საპროტესტო გამოსვლა ჯერ მშვიდობიანი იყო, მაგრამ ძალადობაში გადაიზარდა: [იონტსის ხმა] “იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია ქალაქ ყალატში. რამდენიმე ასეული კაცი თუ იქნებოდა, მეტი არა. მაგრამ უცებ გამოსვლა რატომღაც გადაიზარდა ძალადობრივ დემონსტრაციაში, რომელსაც, სამწუხაროდ, მოჰყვა ავღანელების დაშავების და სიკვდილის შემთხვევები.” ავღანეთშივე არმიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მსხვერპლი მოჰყვა უშიშროების ძალების მიერ ცეცხლის გახსნას ქვისმსროლელი დემონსტრანტების შესაჩერებლად. ავღანეთშივე სამი უცხოელი და ერთი ავღანელი დაიღუპნენ მათი ავტომანქანის აფეთქების შედეგად. უცხოელები (თურქი, ნეპალელი და ინდოელი)საგზაო-სამშენებლო ფირმაში იყვნენ დასაქმებული, ავღანელი კი მათი თარჯიმანი იყო.
XS
SM
MD
LG