Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ შეერთებულ შტატებს და ევროპას


საქართველომ შეერთებულ შტატებს და ევროპას სამხრეთი ოსეთის,

საქართველომ შეერთებულ შტატებს და ევროპას სამხრეთი ოსეთის,
როგორც საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რეგიონის, სტატუსის ირგვლივ ნელი ტემპით მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გელა ბეჟუაშვილმა, ვენაში გამართულ შეხვედრაზე ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს მოახსენა, რომ მას შემდეგ, რაც ლიუბლიანის შეხვედრაზე სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საფუძვლად საქართველოს სამშვიდობო გეგმა აღიარეს, მნიშვნელოვანი პროგრესი არ აღნიშნულა.
ბეჟუაშვილმა შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს მოლაპარაკებაზე პოლიტიკური დამკვირვებლების მაღალი რანგის დელეგაციის გაგზავნა შესთავაზა, და ეუთოს სხვა წევრებსაც მხარდაჭერა სთხოვა. გელა ბეჟუაშვილის თქმით, აუცილებელია ცხინვალის რეგიონის სასწრაფო დემილიტარიზაცია, რის შემდეგაც სამშვიდობო ძალები ერთობლივი პოლიციური საქმიანობით უნდა შეიცვალოს.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო იმ რწმენის გამართლებას აპირებს, რომელიც ქვეყნის მიმართ ევროპამ, ამერიკამ და სხვა მეგობრებმა გამოხატეს. ეს ქვეყნები მზად არიან სამშვიდობო გეგმის დანერგვას ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინონ. შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჯული ფინლიმ, შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებაზე ეუთოს წევრთა გაგზავნას შეერთებული შტატებიც უჭერს მხარს. ფინლიმ ყველა მხარეს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრისთვის საჭირო პოლიტიკური ნების გამოვლენისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG