Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო, კონსტიტუციის


უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო, კონსტიტუციის ახალი პროექტის დასაწერად

უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო, კონსტიტუციის ახალი პროექტის დასაწერად
კომისიის შექმნის წინადადებით გამოვიდა. კონსტიტუცია რეფერენდუმმა უნდა დაამტკიცოს. [იუშჩენკოს ხმა]: "ხალხისგან წამოსული რეალური პოლიტიკური რეფორმის განსახორციელებლად შემდეგ გეგმას გთავაზობთ: საკონსტიტუციო კომისიის შექმნას, რომელშიც საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლები, მკვლევარები და ექსპერტები შევლენ და უკრაინის ახალ კონსტიტუციას დაწერენ. შემდეგ ამ პროექტს ეროვნულ რეფერენდუმზე წარვადგენთ და ამით მთელი ქვეყნის მასშტაბით მის განხილვას მივაღწევთ". იუშჩენკომ ეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ცვლილებები კონსტიტუციაში 26 მარტის საპარლამენტო არჩევნებამდე არ განხორციელდება. ცვლილებებმა, რომლებიც კონსტიტუციაში რამდენიმე თვის წინ შევიდა, პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირების ხარჯზე პარლამენტის ძალაუფლება გაზარდა. 11 იანვარს პარლამენტმა მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო რუსეთთან გაზის თაობაზე მიღწეული სადავო შეთანხმების გამო, მაგრამ იუშჩენკომ ამას იგნორირება გაუკეთა. მან კანონმდებლებს მოუწოდა შეწყვიტონ შიდა ბრძოლები და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ერთად იმუშავონ. მისი თქმით, აუცილებელია უკრაინის საზოგადოების კონსოლიდაცია, ვინაიდან მას პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ემუქრება. იუშჩენკოს გამოსვლამდე პარლამენტში პრეზიდენტის მომხრე და კომუნისტ დეპუტატებს შორის შეტაკება მოხდა.
XS
SM
MD
LG