Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, აცხადებს


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, აცხადებს, რომ ახლო მომავალში აპირებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, აცხადებს, რომ ახლო მომავალში აპირებს
მოსკოვში დაპატიჟოს პალესტინური ექსტრემისტული ორგანიზაცია "ჰამასის" ლიდერები. ესპანეთში მყოფმა პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიომ პატივი უნდა სცეს "ჰამასის" გამარჯვებას პალესტინურ არჩევნებზე, და რომ ეს ორგანიზაცია პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური არჩევანია: [პუტინის ხმა]: "პალესტინელი ხალხის არჩევანის პატივისცემასთან ერთად ისეთი გადაწყვეტილებების შემუშავებაა საჭირო, რომლებიც მისაღები იქნება იმ პოლიტიკური ორგანიზაციისთვისაც, რომელიც პალესტინის ავტონომიას ხელმძღვანელობს, საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც და ისრაელისთვისაც. ჩვენ ორგანიზაცია "ჰამასთან" ურთიერთობას ვინარჩუნებთ, და ამგვარი გადაწყვეტილებების პოვნის მიზნით უახლოეს მომავალში ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მოსკოვში დაპატიჟებას ვგეგმავთ". "ჰამასის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ისმაილ ჰანიემ, ღაზაში განაცხადა, რომ თუ ოფიციალურ მოწვევას მიიღებენ, ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოხარულები იქნებიან მოსკოვში ჩავიდნენ. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთს ახსნა-განმარტების თხოვნით მიმართავს. შტატები და ევროკავშირი "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. 30 იანვარს, ლონდონში შემდგარ შეხვედრაზე რუსეთის, შეერთებული შტატების, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლებმა "ჰამასს" ძალადობის უარყოფისკენ და ისრაელის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდეს. "ჰამასმა" მათი მოწოდება უარყო.
XS
SM
MD
LG