Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეხუთე დღეა, რაც 2004 წლის


მეხუთე დღეა, რაც 2004 წლის სექტემბერში ბესლანის ტრაგედიის

მეხუთე დღეა, რაც 2004 წლის სექტემბერში ბესლანის ტრაგედიის
დროს დაღუპული ბავშვების 6 დედა შიმშილობის აქციას აგრძელებს. დედები ტრაგედიის ოფიციალური გამოძიების მინდინარეობას აპროტესტებენ. ბესლანის მოვლენებს 331 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილების ნახევარს ბავშვები შეადგენდნენ. ბესლანის მოვლენებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე ერთი განსასჯელია – ნურპაში ყულაევი, რომელიც, ოფიციალური ვერსიით, მძევლად ამყვანებს შორის ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი პირია. გასულ კვირაში რუსეთის გენერალური პროკურატურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ყულაევისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა მოითხოვა.
დაღუპული ბავშვების ნათესავები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებიც არიან ტრაგედიაში დამნაშავე, და საერთაშორისო გამოძიელას მოითხოვენ. ხუთშაბათს შიმშოლობის აქცია შვიდმა ქალმა დაიწყო. ერთ-ერთმა თავი შეუძლოდ იგრძნო და აქცია მიატოვა.
XS
SM
MD
LG