Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირმა თავისი წევრი ქვეყნების


ევროპის კავშირმა თავისი წევრი ქვეყნების მოქალაქეებს მოუწოდა, პანიკას არ მიეცენ

ევროპის კავშირმა თავისი წევრი ქვეყნების მოქალაქეებს მოუწოდა, პანიკას არ მიეცენ
- მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ცნობები გარეულ ფრინველებს შორის "ფრინველის გრიპის" სწრაფ გავრცელებაზე. ევროკომისარმა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში მარკო კიპრიანუმ განაცხადა, რომ გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, შესაძლოა, გაჩნდეს დაავადების ახალი შემთხვევები, მაგრამ შესაბამისი უწყებები ამისთვის მზად უნდა იყვნენ და ყოველი ღონე უნდა იხმარონ ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად. გუშინ გავრცელდა ცნობები ჩრდილოეთ გერმანიაში გარეული წეროების მასობრივი დახოცვის შესახებ. ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი "ფრინველის გრიპის" ვირუსი H5N1, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვისაც სახიფათოა. დღეს რუსეთის ვეტერინარული კონტროლის სახელმწიფო უწყებამ დაადასტურა, რომ H5N1-ის ვირუსი აღმოჩენილ იქნა დაღესტნის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მიღებული ცნობების თანახმად, ბოლო დღე-ღამის მანძილზე დაღესტნის სოფელ შამხალში სამი ათასამდე ერთეული შინაური ფრინველი დაიხოცა. ხოლო ბოლო ერთი კვირის მანძილზე დაღესტანში დახოცილი შინაური ფრინველის რიცხვი 56 ათასს აღწევს.
XS
SM
MD
LG