Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში


დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში დაიბარეს რუსეთის ფედერაციის ელჩი

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში დაიბარეს რუსეთის ფედერაციის ელჩი
ვლადიმერ ჩხიკვიშვილი, რომელსაც გადაეცა განმარტებითი ნოტა რუსი მშვიდობისდამცველებისთვის ვიზების საჭიროების თაობაზე. 8 თებერვალს სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის ზონაში საქართველოს სამხედრო პოლიციამ სავიზო რეჟიმის დარღვევისთვის სამი რუსი ოფიცერი დააკავა. მოგვიანებით სამხედროები საქართველოს ტერიტორიის დატოვების მოთხოვნით გაათავისუფლეს. ამ ინციდენტთან დაკავშირებით მოსკოვმა განაცხადა, რომ რუს ოფიცრებს ვიზები არ სჭირდებოდათ. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, არ არსებობს შეთანხმება, რომელიც ცხინვალის რეგიონში მოქმედი სამშვიდობო ძალების პერსონალს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით რაიმე შეღავათებს მიანიჭებდა.
XS
SM
MD
LG