Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა


პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა,

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა,
ორგანიზაცია "ჰამასს" ახალი მთავრობის ფორმირება სთხოვა, და მოუწოდა აღიაროს ისრაელთან უკვე დადებული შეთანხმებები. მაჰმუდ აბასმა ეს მოწოდებები დღეს, დასავლეთის სანაპიროს ქალაქ რამალაში, პალესტინელთა პარლამენტის პირველ სესიაზე განაცხადა. პარლამენტში 132 მანდატიდან 74-ს "ჰამასი" ფლობს. დღეს "ჰამასის" წარმომადგენელი, აზიზ დუვეიკი, პარლამენტის სპიკერად აირჩიეს. თუმცა პალესტინის ავტონომიაში მაჰმუდ აბასი მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს. იგი საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოებას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს განაგებს: [აბასის ხმა]: "ახალმა მთავრობამ უნდა შესძლოს სტაბილური მშვიდობის დამყარება, იქნება ეს ოსლოს შეთანხმების აღიარებით თუ მოლაპარაკებით".
საპარლამენტო სესიის შემდეგ, აბასმა და "ჰამასის" კანდიდატმა პრემიერ მინისტრობის პოსტზე, ისმაილ ჰანიემ, განაცხადეს, რომ განსხვავებულ პოზიციებს მოლაპარაკების გზით დაძლევენ. თუმცა პარლამენტში ჰამასის რამდენიმე წარმომადგენელი აცხადებს, რომ ორგანიზაცია არასოდეს დათანხმდება ისრაელთან მოლაპარაკების გამართვას.
XS
SM
MD
LG