Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის ჯანდაცვის სტრუქტურების ცნობით, 8


ინდოეთის ჯანდაცვის სტრუქტურების ცნობით, 8 ადამიანს გამოკვლევა უტარდება ფრინველის გრიპის H5N1 ფორმაზე.

ინდოეთის ჯანდაცვის სტრუქტურების ცნობით, 8 ადამიანს გამოკვლევა უტარდება ფრინველის გრიპის H5N1 ფორმაზე.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქვეყნის დასავლეთში ამ ვირუსით დაახლოებით 50 ათასი შინაური ფრინველი დაიხოცა.
ინდონეზიიდან მოსული ინფორმაციის თანახმად, დადასტურდა, რომ 10 თებერვალს გარდაცვილი 23 წლის მამაკაცი ფრინველის გრიპით იყო ავად. ირანმა დაადასტურა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში აღმოჩენილ 135 მკვდარ გედს ფრინველის გრიპის ვირუსის სასიკვდილო ფორმა, H5N1 აღმოაჩნდა. ამის შესახებ განცხადება ირანის მთავარმა ვეტერინარმა, ჰოსეინ ჰასანიმ გააკეთა. ეს ირანში ვირუსის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა. ამავე დროს, ავსტრიის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ვენაში ნაპოვნ მკვდარ გედსაც ეს ვირუსი აღმოაჩნდა. ვირუსის H5N1 ფორმის აღმოჩენის შესახებ ამ დროისათვის ბოლო ცნობა საფრანგეთიდან მოვიდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადასტურებს, რომ ვირუსი აღმოაჩნდა ცენტრალურ-აღმოსავლეთ რეგიონში ნაპოვნ მკვდარ იხვს. ეს საფრანგეთში ვირუსის აღრიცხვის პირველი შემთხვევაა.
XS
SM
MD
LG