Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტი


სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტი რუსი მშვიდობისდამცველების

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტი რუსი მშვიდობისდამცველების
მიმართ თავის კეთილგანწყობას აფიქსირებს და ეუთოს მიმართავს თხოვნით, მიიღოს ზომები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარელ დე ჰუხტის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს პარლამენტის 15 თებერვლის დადგენილების გამო, რომელშიც გამოთქმულია მოწოდება კონფლიქტის რეგიონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანისკენ.
მიმართვაში დადებითად არის შეფასებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების საქმიანობა. დოკუმენტში, კერძოდ, ნათქვამია, რომ სამშვიდობო ძალების შეყვანით რეგიონში სისხლისღვრა შეწყდა.
XS
SM
MD
LG