Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის ავტონომიაში ორგანიზაცია "ჰამასი" ექსტრემისტულად


პალესტინის ავტონომიაში ორგანიზაცია "ჰამასი" ექსტრემისტულად განწყობილ ორგანიზაციებს ხვდება

პალესტინის ავტონომიაში ორგანიზაცია "ჰამასი" ექსტრემისტულად განწყობილ ორგანიზაციებს ხვდება
და ახალი მთავრობის ფორმირების ირგვლივ მოლაპარაკებას აწარმოებს. "პალესტინის გათავისუფლების" მემარცხენე სახალხო ფრონტი დასთანხმდა მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობას. პალესტინურმა ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ, "ისლამურმა ჯიჰადმა", "ჰამასის" წინადადებაზე უარი თქვა. "ისლამური ჯიჰადის" ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ჯგუფი მთავრობაში არ იქნება წარმოდგენილი – მაგრამ ჰამასს მხარს დაუჭერს ხალხის ინტერესის დაცვის მიზნით წინააღმდეგობის ბრძოლის წარმოებაში. ახალი მთავრობის ფორმირებაზე სასაუბროდ, პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი დღეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე "ჰამასის" კანდიდატს, ისმაილ ჰანიას ხვდება.
ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, მსოფლიოს მუსულმანებს მოუწოდა პალესტინელებს ფინანსურად დაეხმარონ.
XS
SM
MD
LG