Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ რუსეთს


ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ რუსეთს და ირანს შორის მოსკოვში გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ რუსეთს და ირანს შორის მოსკოვში გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.
რუსეთის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მოლაპარაკება გაგრძელდება. დეტალები დაკონკრეტებული არ არის. შეთავაზებული წინადადების თანახმად, რუსეთი ირანს ურანის მის ტერიტორიაზე გამდიდრებას სთავაზობს. წინადადება საერთაშორისო შეშფოთების განმუხტვას ისახავს მიზნად, რომ ირანი ურანს ატომური იარაღის შექმნის მიზნით ამდიდრებს. ამავე დროს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა, ხავიერ სოლანამ, განაცხადა, რომ დღეს ბრიუსელში ირანთან შემდგარი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. სოლანამ ირანულ დელეგაციას მოუწოდა უფრო მეტად კონსტრუქციულები იყვნენ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ატომური პროგრამის ირგვლივ დასავლეთთან კომპრომისის მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუმცა, მინისტრი მანუჩერ მოტაკი ამბობს, რომ როგორი კომპრომისიც არ უნდა შედგეს, ირანი ნებისმიერ შემთხვევაში განაგრძობს ატომურ კვლევებს:
[მოტაკის ხმა]: ”კვლევის და განვითარების სამუშაოები გაგრძელდება. ჩვენ ნებისმიერი კომპრომისისთვის მზად ვართ, და შემდეგი ნაბიჯი ატომური საწვავის ინდუსტრიული წარმოება იქნება”.
XS
SM
MD
LG