Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს პროკურორის განცხადებით, ბოსნიელი სერბების


გაეროს პროკურორის განცხადებით, ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო სარდალი რატკო მლადიჩი,

გაეროს პროკურორის განცხადებით, ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო სარდალი რატკო მლადიჩი,
რომელიც სამხედრო დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე იძებნება, ჯერ არ შეუპყრიათ. პროკურორ კარლა დელ პონტეს ეს განცხადება მოჰყვა გუშინ გავრცელებულ დაუზუსტებელ ცნობებს მლადიჩის თითქოსდა დაპატიმრების თაობაზე. კარლა დელ პონტემ დღეს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მლადიჩი კვლავინდებურად იძებნება. [დელ პონტეს ხმა] “არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარეობს რაიმე მოლაპარაკება მლადიჩის მართლმსაჯულებისთვის ჩაბარებაზე. გუშინ საღამოს კონტაქტი მქონდა ხელისუფლებასთან ბელგრადში და მისგან შევიტყვე, რომ მლადიჩზე ცნობები არასწორი იყო. მლადიჩი კვლავაც თავისუფალია”. ეს იყო გაეროს პროკურორის განცხადება ბოსნიელი სერბების ძებნილი სარდლის შესახებ, რომლის თითქოსდა შეპყრობის შესახებ ინფორმაციაც გუშინ გავრცელდა.
XS
SM
MD
LG