Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო


რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ,

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ,
დიდი უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კონტრ-ტერორისტულ ოპერაციებში დაშვებულ პროცედურებს განსაზღვრავს. ტექსტში პროცედურები განსაზღვრულია როგორც ტერორისტების მიერ გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდება, ელექტრონულ ფოსტაზე და სატელეფონო საუბრებზე დაკვირვება, და რუსეთის ტერიტორიის შიგნით წარმოებული ოპერაციები.
კანონპროექტიდან ამოიღეს უწინდელ ვერსიებში არსებული საკამათო პუნქტი, რომელიც კონტრ-ტერორისტული ოპერაციების გაშუქების დროს მედიაზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. ტექსტი ახლა ფედერალური საბჭოს ზედა პალატამ უნდა მიიღოს. ბოლოს კი ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა დაამტკიცოს.
კანონპროექტი 2004 წელს რუსეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ დაიწერა.
XS
SM
MD
LG