Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის ქუჩებში დღეს ათი ათასობით


პარიზის ქუჩებში დღეს ათი ათასობით ადამიანი გავიდა,

პარიზის ქუჩებში დღეს ათი ათასობით ადამიანი გავიდა,
და ანტი-სემიტიზმის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღო. დემონსტრაცია პარიზში 23 წლის ებრაელი მამაკაცის გატაცებას, წამებას და მკვლელობას მოჰყვა. მკვლელობის დაგმობის მიზნით დემონსტრაციაში მონაწილეობა როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკოსებმა მიიღეს. აქციები გაიმართა საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც. ილან ჰალიმი იანვრის ბოლოს, გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცეს. გამტაცებლები მას სამი კვირის განმავლობაში აწამებდნენ.
მომაკვდავ ჰალიმს მიაგნეს, მაგრამ იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გამტაცებელი დაჯგუფების ლიდერად ცნობილი იუსუფ ფოფანა ჰალიმის სიკვდილიდან ორი დღის შემდეგ აბიჯანში, კოტ დ’ივუარში გაიქცა. მისი საფრანგეთში ექსტრადიცია მომავალ კვირაში იგეგმება.
XS
SM
MD
LG