Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და ირანმა ვერ მიაღწიეს


რუსეთმა და ირანმა ვერ მიაღწიეს გარღვევას მოლაპარაკებაზე, რომელიც მიეძღვნა მოსკოვის ინიციატივას

რუსეთმა და ირანმა ვერ მიაღწიეს გარღვევას მოლაპარაკებაზე, რომელიც მიეძღვნა მოსკოვის ინიციატივას
ირანისთვის ურანის რუსეთის ტერიტორიაზე გამდიდრების შესახებ. მოლაპარაკება - კერძოდ, მისი მესამე რაუნდი მოსკოვში გაიმართა მას შემდეგ, რაც წინა ორ შეხვედრას არსებითი წინსვლა არ მოჰყოლია. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალი ლარიჯანიმ აღნიშნა მოლაპარაკების შემდეგ, რომ ირანი შეთანხმების შემთხვევაში. ასევე ლარიჯანის თქმით, მოლაპარაკება გაგრძელდება. დღესვე, უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოუწოდა ირანს, განაახლოს მორატორიუმი ურანის გამდიდრებაზე, რაც არის წინაპირობა რუსეთის ტერიტორიაზე ურანის გასამდიდრებელი ერთობლივი საწარმოს შესაქმნელად. ამ საკითხს ლავროვი შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას ბუდაპეშტი, იქ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დროს. უნგრეთიდან ვლადიმირ პუტინი ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვია.
XS
SM
MD
LG