Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყში არაერთი თავდასხმა განხორციელდა


დღეს ერაყში არაერთი თავდასხმა განხორციელდა, რასაც მთლიანობაში სულ მცირე 30 ადამიანი შეეწირა.

დღეს ერაყში არაერთი თავდასხმა განხორციელდა, რასაც მთლიანობაში სულ მცირე 30 ადამიანი შეეწირა.
თავს დაესხნენ სუნიტ პოლიტიკოსს, “ერაყის ხალხის კონფერენციის” ლიდერს ადნანა ალ დულაიმის, რომელიც უვნებელი გადარჩა. მოკლეს მისი ერთი მცველი. ბაღდადში შიიტების უბანში, სადრ-სიტიში აფეთქება მოხდა მიკროავტობუსში, რასაც სულ მცირე 5 კაცი შეეწირა.
ბაღდადის სამხრეთში აფეთქებულ ბომბს 4 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. დაიჭრა 11. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განხორციელებულ კიდევ სხვა ძალადობრივ აქტებს დაახლოებით 20 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG