Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფორმაციის 4 წლის განმავლობაში გასაიდუმლოების


ინფორმაციის 4 წლის განმავლობაში გასაიდუმლოების შემდეგ,

ინფორმაციის 4 წლის განმავლობაში გასაიდუმლოების შემდეგ,
შეერთებულმა შტატებმა კუბაზე, გუანტანამოს ციხეში მყოფი ასობით ტერორიზმში ეჭვმიტანილის ვინაობა და მოქალაქეობა გამოაქვეყნა. ეს ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც Associated Press-ის სარჩელს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ იმით უპასუხა, რომ თავდაცვის დეპარტამენტს მონაცემების გამოქვეყნება უბრძანა. ინფორმაცია საჯარო პარასკევს, 3 მარტს გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაკავებულთა უმრავლესობის ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება. გუანტანამოს ციხეში მყოფ პატიმართა უმრავლესობა 2001 წელს, ავღანეთში, თალიბების რეჟიმის წინააღმდეგ წარმოებული ომის დროს დააკავეს. მათ ბრალდება ჯერ კიდევ არ აქვთ წაყენებული.
XS
SM
MD
LG