Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ გენერალ პიტერ პეისის შეფასებით


ამერიკელ გენერალ პიტერ პეისის შეფასებით, ერაყი არ დგას სამოქალაქო ომის პირას.

ამერიკელ გენერალ პიტერ პეისის შეფასებით, ერაყი არ დგას სამოქალაქო ომის პირას.
პეისმა აშშ-ის ტელეკომპანია NBC-თან ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ ერაყელმა ხალხმა გასული 10 დღის მანძილზე როგორც ცხადჰყო, მას არ სურს სამოქალაქო ომი. მაგრამ, ამავე გენერლის თქმით, მაინც "ყველაფერი შეიძლება მოხდეს". 22 თებერვალს შიიტების ტაძარში მოწყობილმა აფეთქებამ გაამწვავა შეშფოთება, რომ ერაყი შესაძლოა შიიტების, სუნიტების და ქურთების სახელმწიფოებად დაიშალოს. აფეთქებას მოჰყვა საპასუხო იერიშების მთელი სერია, მიმართული უმეტესწილად სუნიტი მუსლიმანების წინააღმდეგ, თუმცა, ამასთანავე გაისმა ბევრი რელიგიური ლიდერის მოწოდება სიმშვიდისაკენ. ამასობაში, ერაყში ბოლო იერიშებმა 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის იყო იერიში ბაღდადში სუნიტურ მეჩეთზე - მასში შეიარაღებული, ნიღბიანი მამაკაცები შეიჭრნენ, მოკლეს 3 კაცი. ბაღდადშივე მოწყობილი სხვა იერიშისას შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ერაყის წამყვანი სუნიტური ჯგუფის ხელმძღვანელ შეიხ ჰარეთ ალ-ვარის ორი ნათესავი.
XS
SM
MD
LG