Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში ვითარების გაუმჯობესების მიუხედავად,

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში ვითარების გაუმჯობესების მიუხედავად,
სერიოზული პრობლემები კვლავაც გადაუჭრელია. სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში, რომელშიც 2005 წელია მიმოხილული, ნათქვამია, რომ ამ პრობლემათა შორის არის პოლიციის მიერ პატიმართა წამება, სასამართლოს გარეშე დაპატიმრებები და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების დაუსჯელობა. გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობაზე, მასმედიაზე მთავრობის მხრიდან ზეწოლაზე და მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩარევაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად არატრადიციული მრწამსის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობისა და შევიწროების აღსაკვეთად გადადგმული ნაბიჯებისა, საქართველოში რელიგიური უმცირესობები კვლავაც განიცდიან დისკრიმინაციას.
XS
SM
MD
LG