Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
სერგეი ლავროვმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრა გუშინ, ნიუ იორკში გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად მხარეებმა იმსჯელეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ის ეგიდით მოქმედი სამშვიდობო ძალებისა და საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისიის თანამშრომლობის საკითხებზე. ანანმა და ლავროვმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში კონფლიქტების მოსაგვარებლად აუცილებელია ერთიანი საერთაშორისო სტრატეგიის შემუშავება.
XS
SM
MD
LG