Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წალკაში ბოლო დღეებში გართულებული ვითარების


წალკაში ბოლო დღეებში გართულებული ვითარების გამო,

წალკაში ბოლო დღეებში გართულებული ვითარების გამო,
საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ადგილობრივ სამართალდამცავებს მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდებს. როგორც შაბათს გამართულ ბრიფინგზე სოზარ სუბარმა განაცხადა, 9 მარტს, წალკაში მომხდარი ინციდენტის შესასწავლად იქ მისი წარმომადგენლები ჩავიდნენ. სუბარის თქმით, როგორც პირველადი შესწავლით გამოჩნდა, ეს იყო ყოფით და არა ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. სახალხო დამცველი დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამგეობის შენობის დარბევა და ეჭვმიტანილთა ლინჩის წესით გასამართლების მოთხოვნა არ არის მართლმსაჯულების ცივილიზებული ფორმა, ესეც დანაშაულია და დარბევის ორგანიზატორები ისევე არ უნდა დარჩნენ დაუსჯელნი, როგორც ამ მკვლელობის ჩამდენი პირები. საქართველოს სახალხო დამცველი სამძიმარს უცხადებს დაღუპული გევორქ გევორქიანის ოჯახს და გმობს იმ ჯგუფების ქმედებას, რომლებიც ამ ტრაგიკულ შემთხვევას ეთნიკური შუღლის გაღვივებისთვის იყენებენ და კიდევ უფრო ამძიმებენ დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის ტრაგედიას.
XS
SM
MD
LG