Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა ცხინვალის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა განიხილეს. როგორც მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის პრიორიტეტულ საკითხებს; მათ შორის, ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმას, საქართველოს ინტეგრაციას ნატოში. პრემიერ-მინისტრის თქმით, დენიელ ფრიდთან შეხვედრაზე იგი შეეხო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და საინვესტიციო გარემოს საკითხებსაც. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა მიესალმება საქართველოს სურვილს, ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს და თავისუფალი ბაზრისკენ მიმართული რეფორმები გაატაროს. "პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ რეგიონული განვითარების საკითხებზე და განვიხილეთ საქართველოს მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას"- თქვა დიპლომატმა და დასძინა, რომ მშვიდობიან გზას ალტერნატივა არა აქვს.
XS
SM
MD
LG