Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Amnesty <br>International-ი


ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Amnesty
International-ი
ევროკავშირს მოუწოდებს, გაამძაფროს რუსეთზე ზეწოლა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად. ორგანიზაციის ევროკავშირის პროექტების დირექტორის, დიკ ოოსტიგის თქმით, რუსეთს პასუხი უნდა მოეთხოვოს ჩეჩნეთში არსებული ვითარების, და სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ანგარიშვალდებულების იგნორირების გამო. ოოსტიგის თქმით, უფრო მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების პრაქტიკას და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. ოოსტიგმა აღნიშნა, რომ მაისში რუსეთი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მორიგი თავმჯდომარე უნდა გახდეს. ევროსაბჭო კი ევროპაში ადამიანის უფლებების დამცველი მთავარი ორგანიზაციაა. Amnesty International-ის ეს განცხადება ევროპის კომისიის პრეზიდენტის, მანუელ ბაროზუს მოსკოვში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა.
XS
SM
MD
LG