Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ომის დაწყების მესამე წლისთავი


ერაყში ომის დაწყების მესამე წლისთავი დღეს მსოფლიოს ბევრ ქალაქში

ერაყში ომის დაწყების მესამე წლისთავი დღეს მსოფლიოს ბევრ ქალაქში
ომის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა საპროტესტო აქციებით და დემონსტრაციებით აღნიშნეს. თუმცა აქციები მოსალოდნელზე მეტად მცირემასშტაბიანი იყო. ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე გამართულ აქციას დაახლოებით 15 ათასი ადამიანი შეუერთდა. აქციაზე სიტყვით გამომსვლელები ერაყიდან კოალიციური ჯარების გასვლას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ბრძოლამ შეიძლება მეზობელი ირანიც მოიცვას. აქციები გაიმართა ტოკიოში, სტოკჰოლმში, კოპენჰაგენში, სიდნეიში, და სხვა ქალაქებშიც.
სამხრეთ კორეაში და მალაიზიაში ომის საწინააღმდეგო აქციები ხვალ გაიმართება.
XS
SM
MD
LG