Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდეტმა ჯორჯ ბუშმა ოპტიმიზმი


აშშ-ის პრეზიდეტმა ჯორჯ ბუშმა ოპტიმიზმი გამოხატა ერაყში მიღწეული წინვლის თაობაზე, ამ ქვეყანაში აშშ-ის

აშშ-ის პრეზიდეტმა ჯორჯ ბუშმა ოპტიმიზმი გამოხატა ერაყში მიღწეული წინვლის თაობაზე, ამ ქვეყანაში აშშ-ის
მეთაურობით დაწყებული შეტევის დაწყებიდან სამ წელიწადში. ბუშმა, რომელიც ოჰაიოს შტატში გამოვიდა, აღიარა, რომ ვითარება ერაყში კვლავ რთულია. უფრო ადრე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინიმტრმა ჯეკ სტრომ ერაყის ვითარება სეროზულად შეაფასა და გააფრთხილა ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, შექმნან სახელმწიფო ერთობის მთავრობა, მიმდინარე ძალადობის დასრულების მიზნით.
2003 წლის 20 მარტს დაიწყო შეტევა ერაყზე, ბაღდადის დაბომბვით, რასაც ჰუსეინის რეჟიმის დამხობა მოჰყვა. წლისთავის დღეს ერაყში ძალადობა გრძელდებოდა.
დღეს ინციდენტი მოხდა ბაღდადში, როცა პოლიციის პატრულს აუფეთქეს ბომბი, დაიღპა ორი თანამშრომელი და ორი სამოქალაქო პირი. ბაღდადის სამხრეთით, მუსაიბთან, ქუჩაზე ჩადებულ ბომბს 4 ერაყელი შეეწირა.
აშშ-ის ადმინისტრაციამ და სამხედრო პირებმა უარყვეს გუშინ ერაყის ყოფილი პრემიერის იიად ალაუის მოსაზრება, რომ ერაყში სამოქალაქო ომია.
XS
SM
MD
LG