Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს ბელორუსიის საპრეზიდენტო


საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით,


საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით,
რომელიც დაშინების ატმოსფეროში ჩატარდა, არ იყო უზრუნველყოფილი პრესის თავისუფლება და თანასწორი პირობები ყველა კანდიდატისთვის. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს გავრცელდა. სამინისტროს შეფასებით, ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც დემოკრატიული და თავისუფალი.
ის ფაქტი, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაუშვეს ქართველი დამკვირვებლები, რომლებიც მოქმედებდნენ ეუთოს მანდატით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო პროცესი სერიოზული დარღვევებით ჩატარდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტროს არმაშფოთებლად მიაჩნია სამი ქართველი მოქალაქის დაკავება ყოველგვარი ბრალდების გარეშე, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და პრინციპების სრული იგნორირებით. სამინისტრო ქვეყნის სახელით სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ბელორუსიის დემოკრატიული ძალების მიმართ და იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა არ გამოიყენებს ძალას მინსკში ამჟამად მიმდინარე ოპოზიციის მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დასაშლელად.
XS
SM
MD
LG