Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიამ განაცხადა, რომ თავშესაფარი შეუძლია


იტალიამ განაცხადა, რომ თავშესაფარი შეუძლია მიანიჭოს ავღანელ აბდულ რაჰმანს,

იტალიამ განაცხადა, რომ თავშესაფარი შეუძლია მიანიჭოს ავღანელ აბდულ რაჰმანს,
რომელსაც სამშობლოში სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა ქრისტიანობაზე გადასვლისთვის. რაჰმანის დაპატიმრებამ და სასამართლო პროცესმა აღშფოთება გამოიწვია დასავლეთში. მსოფლიოს ლიდერები მის განთავისუფლებას მოითხოვდნენ. ორშაბათს ღამით 40 წლის რაჰმანი გაათავისუფლეს ქაბულის მახლობლად მდებარე საგანგებოდ დაცული ციხიდან. მას მალავენ, ვინაიდან თანამემამულეთა მხრიდან შურისძიების ეშინიათ. რაჰმანმა ქრისტიანობა 16 წლის წინ მიიღო უცხოეთში ცხოვრებისას. როცა ავღანეთში დაბრუნდა, იგი საკუთარი ოჯახის წევრებმა დააბეზღეს.
XS
SM
MD
LG