Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანს ეწვიენ უცხოელი დონორები შარშანდელი


პაკისტანს ეწვიენ უცხოელი დონორები შარშანდელი მიწისძვრით გამოწვეული ზარალის შესაფასებლად

პაკისტანს ეწვიენ უცხოელი დონორები შარშანდელი მიწისძვრით გამოწვეული ზარალის შესაფასებლად
და იმის დასადგენად, როგორ გაუწიონ დახმარება დაზარალებულ რეგიონებს. დონორები შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, იაპონიიდან და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან მომდევნო დღეებში მოინახულებენ მიწისძვრის ზონას. მანამდე პაკისტანმა განაცხადა, რომ დაზარალებულ ქალაქ ბალაკოტს სხვა ადგილას გადაიტანს მას შემდეგ, რაც სეისმოლოგებმა სახიფათოდ მიიჩნიეს იმავე ადგილას ახალი ქალაქის აშენება. ბალაკოტი, რომლის მოსახლეობაც 300 000-ს კაცს აღწევდა, შარშან ოქტომბერში 7,6 სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებმა შეარყია. რეგიონში დაიღუპა 80 000-მდე ადამიანი, 3 მილიონი უსახლკაროდ დარჩა. ბალაკოტის ასაშენებელი ახალი ადგილი ჯერ არ შეურჩევიათ.
XS
SM
MD
LG