ავსტრიამ, რომელიც ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა, დაადასტურა, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა
სათავეში მოექცევა იმ ბელორუსი ოფიციალური პირების სიას, რომელთაც არ მისცემენ ევროკავშირის ვიზებს. ამ შინაარსის განცხადება ავსტრიის კანცლერმა ვოლფგანგ შიუსელმა გააკეთა სტრასბურგში, სადაც ჩასულია ევროპარლამენტის პლენარულ სხდომასთან დაკავშირებით. [შიუსელის ხმა] “ევროპის საბჭოს ბოლო სხდომაზე ლუკაშენკა შევიყვანეთ იმ პირთა სიაში, რომლებზეც არ გაიცემა ევროკავშირის ვიზები. მზად ვართ, მივიღოთ სანქციები იმ პირთა წინააღმდეგ, ვისაც მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესირების პასუხისმგებლობა ეკისრება. ამ საკითხზე მსჯელობა, რასაკვირველია, კიდევ გაგრძელდება”. ბელორუსიის საკითხზე მსჯელობა, როგორც ავსტრიის კანცლერმა დასძინა, გაგრძელდება ორშაბათს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა მოლაპარაკებაზე. ჩვენს რადიოს ბრიუსელში უთხრა ევროკავშირის დიპლომატმა, რომ ზემოხსენებულ სიაში ათობით ბელორუს ოფიციალურ პირს შეიყვანენ. დაგეგმილია ამ პირთა საბანკო ანგარიშების გაყინვაც. ორშაბათს ავსტრიის კაცნლერმა ვენაში მიიღო ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი, ალექსანდრ მილინკევიჩი. დღეს და ხვალ მილინკევიჩი სტრასბურგში სტუმრობს.