Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა რუსეთთან გაზის


უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა რუსეთთან გაზის საკითხზე გაფორმებული შეთანხმების მხარდაჭერა.

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა რუსეთთან გაზის საკითხზე გაფორმებული შეთანხმების მხარდაჭერა.
ამ შეთანხმების შესაბამისად, უკრაინა 95 დოლარს გადაიხდის 1000 კუბურ მეტრ გაზში მომავალი 5 წლის განმავლობაში - თითქმის ორჯერ მეტს, ვიდრა იხდიდა. როგორც პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ დღეს კიევში უთხრა ჟურნალისტებს. [იუშჩენკოს ხმა] “ვერ ვხედავ ამ დოკუმენტის გადასინჯვის საჭიროებას და ავხსნი, რატომ. მოლაპარაკების რთული პროცესის მსვლელობაში მივაღწიეთ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესებისთვის. რუსული გაზის ფასი უკრაინის საზღვარზე არის 95 დოლარი - რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებიდან ყველაზე იაფი”. უკრაინის პრეზიდენტის მიერ ნახსენებ შეთანხმებას მიაღწიეს წელს 4 იანვარს. უკრაინაში ბევრი აკრიტიკებს ამ დოკუმენტს, როგორც წამგებიანს უკრაინის ეკონომიკისთვის.
XS
SM
MD
LG