Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტის სხდომა 17 აპრილს


ერაყის პარლამენტის სხდომა 17 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის

ერაყის პარლამენტის სხდომა 17 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ადნან ფაჩაჩიმ. წინა სესია გაიმართა 16 მარტს, ახალი პარლამენტარების ინაუგურაციისას. როგორც ფაჩაჩი აღნიშნავს, პარლამენტი განაგრძობს მუშაობას ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის საკითხზე. ეს პროცესი ჩიხშია შესული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გარშემო უთანხმოების გამო. სუნიტების და ქურთების პარტიები ეწინააღმდეგებიან ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, შიიტების ლიდერ იბრაჰიმ ალ-ჯააფარის კანდიდატურას. სამშაბათს წამყვანმა შიიტურმა ალიანსმა ვერ მიაღწია ერთსულოვნებას იმის შესახებ, უნდა დატოვოს თუ არა კანდიდატად ალ-ჯააფარი. ამ საკითხის განხილვას შიიტების ალიანსი ხუთშაბათს გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG