Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა გამოაცხადა, რომ პალესტინის ავტონომიის


ირანმა გამოაცხადა, რომ პალესტინის ავტონომიის მთავრობას - რომელსაც ექსტრემისტული ორგანიზაცია ”ჰამასი”

ირანმა გამოაცხადა, რომ პალესტინის ავტონომიის მთავრობას - რომელსაც ექსტრემისტული ორგანიზაცია ”ჰამასი”
ხელმძღვანელობს - 50 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანოუჩერ მოტაქის თქმით, ირანი პალესტინელების დახმარებისკენ ყველა ქვეყანას მოუწოდებს. პალესტინელებს ფინანსური დახმარება სირიამაც აღუთქვა. სირია საბანკო ანგარიშს გახსნის, სადაც თანხის გადარიცხვა ყველას შეეძლება. ”ჰამასს” სურს, რომ პალესტინის ავტონომიის დაფინანსება ისლამურმა ქვეყნებმა ითავონ. ავტონომიას შეერთებული შტატების და ევროკავშირის ფინანსური დახმარება იმის გამო შეუწყდა, რომ ”ჰამასი” ძალადობას არ უარყოფს და არ აღიარებს ისრაელის უფლებას - იარსებოს.
XS
SM
MD
LG