Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ


უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა,

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა,
რომ არ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას საპრეზიდენტო არჩევნებში სამი წლის შემდეგ. უკრაინაში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების წინაშე გამოსვლისას ტიმოშენკომ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მიმართულია მომავალი სამთავრობო კოალიციის განმტკიცებისკენ. ტიმოშენკოს ბლოკი, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა საპარლამენტო არჩევნებში, მოლაპარაკებებს აწარმოებს პრეზიდენტის ბლოკ "ჩვენს უკრაინასა" და სოციალისტურ პარტიასთან. მანამდე ტიმოშენკომ გამორიცხა თანამშრომლობა ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიასთან, რომელმაც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა.
XS
SM
MD
LG