Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ნიკოლას


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ნიკოლას ბერნსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აქტიურად იმოქმედებს,

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ნიკოლას ბერნსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აქტიურად იმოქმედებს,
რათა ე.წ. "დიდი რვიანის" წლევანდელ სამიტზე სათანადო ყურადღება დაეთმოს საქართველოს, მოლდავეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების, აგრეთვე ბელორუსიის საკითხების მოგვარებას. "დიდი რვიანის" სამიტი ივლისში გაიმართება. მას სანკტ-პეტერბურგი უმასპინძლებს. ბერნსის თქმით, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა "დიდი რვიანის" წევრები ამ ყოფილი საბჭოთა ტერიტორიების საკითხებს განიხილავენ. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასძინა, რომ "დიდი რვიანი" უნდა დაეხმაროს საქართველოსა და მოლდავეთის მთავრობებს, მოაგვარონ კონფლიქტები თავიანთ სეპარატისტულ რეგიონებში.
XS
SM
MD
LG