Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა


რუსეთის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა,

რუსეთის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა,
სერგეი კირიენკომ, დღეს დაიცვა ირანის უფლება აწარმოოს მშვიდობიანი ატომური პროგრამა, და ამავე დროს განაცხადა, რომ ატომური იარაღის გაუვრცელებლობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის ზრუნვა გამართლებულია. [კირიენკოს ხმა]: ”მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას, ირანის ჩათვლით, მშვიდობიანი მიზნებისთვის ატომური ენერგეტიკის განვითარების უფლება აქვს. ეს პირველი პრინციპია. მეორე პრინციპი კი ის გახლავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს უფლება მოითხოვოს გაუვრცელებლობის უპირობო გარანტიები, რომ ახალი ატომური იარაღი არ შეიქმნას. მთავარი ამოცანა ამ ორი პრინციპის შერწყმაა”. კირკენკომ ეს განცხადება ყირგიზეთში, ბიშკეკში გააკეთა. მისი განცხადებით, ირანის ბუშერის ატომური სადგურის მშენებლობაში რუსეთის დახმარება არ წარმოადგენს იარაღის გავრცელების საფრთხეს.
XS
SM
MD
LG